საგარეჯოში თერმოსკრინინგი დაიწყო

4 May, 2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგგენლებმა უჯარმა, გომბორი, კოჭბაანის თემში 527 ოჯახი კარდაკარის პრინციპით შემოიარეს და 1394 მოქალაქე შეამოწმეს. საბედნიეროდ, ტემპერატურა არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.
მიმდინარე პროცესში აქტიურად იყო ჩართული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი, რომელმაც თითოეულ მცხოვრებს, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საყოველთაო თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველდღიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.
#საგარეჯოსმერია
#თქვენიუსაფრთხოებისთვის
#გისურვებთჯანმრთელობას

გააზიარე