საგარეჯოში უმეთვალყურეო ძაღლების რეგისტრაცია-ვაქცინაცია დაიწყო

5 დეკემბერი, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საერთაშორიო სტანდრტების სესაბამისად ( ჰუმანური მეთოდებით), უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში დოებითი გადაყვანა ხორციელდება, სადაც შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მოხდება მათი ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, მარკირება ყურის კლიპსის მეშვეობოთ ე.წ. დაბირკვა - იდენტიფიცირების მიზნით, სტერილიზაცია, კასტრაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა.
ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მოხდება მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადაყვანა.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილებამ დაიწყო აღნიშნული ქმედება. ამჯერად მოხდა 50-ამდე ერთეული ძაღლის ტრანსპორტირება-გამოკვლევა-აღრიცხვა და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. მოგახსენებთ, რომ პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დასრულების შემდგომ აღნიშნული პრობლემა სრულად გდაწყდება.

გააზიარე