საგარეჯოსმუნიციპალიტეტის მერიაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 ივლისი, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების-დირექტორის მოადგილე-პაატა კლდიაშვილის, ამავე სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორი-ზურაბ კლდიაშვილისა და საგარეჯოს რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორ-ეთერ პატარკაციშვილის მონაწილეობით საგარეჯოს მუნციპალიტეტში სკოლის საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების გაცნობის თაობაზე შეხვედრა გაიმართა.
სკოლის ტრენინგ -კურსების სწავლების მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება როგორც თეორიული ცოდნის მიღება-გაღრმავების, ასევე, პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით.
შეხვედრის ფარგლებში მოხდა საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებების, პრობლემების გამოვლენა და ანალიზი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სამომავლოდ თანამშრომლობის გეგმები დაისახა.

გააზიარე