საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

10 თებერვალი, 2018

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა რომელსაც ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელობა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემები იყო: ნატო, ევროკავშირი, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა და გახსნილი ახალი შესაძლებლობები, ვიზალიბერალიზაცია და სხვ. სამუშაო შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. 

 

 

გააზიარე