შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალი

18 ივლისი, 2018

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, ქ.საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო ყოველწლიური ტურნირის ფინალი “საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“მინი ფეხბურთში ადგილობრივ ორგანიზაცია-დაწესებულებებს შორის. Iადგილი- შპს „ტისკუპანის“ გუნდი. I Iადგილი- შპს „ევროპის“ გუნდი I I Iადგილი- საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი. ასევე გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი-შპს ევროპის ფეხბურთელი გიორგი ჩეკურიშვილი და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი-მერიის გუნდის ფეხბურთელი გიორგი გოგოჭური.გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფულადი ჯილდო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ასრათაშვილმა გადასცა. შეხვედრას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილი,საქართველოს პარლამენტის წევრი-საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი-რომან მუჩიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

გააზიარე