სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდება

28 April, 2021

სოფელ გიორგიწმინდის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ე.წ ნასადგომარის წყლის პროექტის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა, სოფლის დეპუტატ-ივანე ბეჟიაშვილთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა და ჭაბურღილის მოწყობის პროცესს თავად დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ პროექტის პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა, რაც ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟს ითვალისწინებდა.

მიმდინარე წელს, ახალი ჭაბურღილების, სამარაგო რეზერვუარებისა და დაქსელვის სამუშაოებია დაგეგმილი.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- შპს "თერგი" ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 659 260 ლარია. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

გააზიარე