სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

31 აგვისტო, 2020

კიდევ ერთი საუკუნის პროექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ისტორიაში!

სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო!!!

ე. წ "ნასადგომარის" წყლის 700 000 ლარამდე ღირებულების პროექტი სოფლის მოსახლეობის 80% -ს სასმელი წყლით მოამარაგებს. სოფელი გიორგიწმინდა, ფერდოს უბანი, ანთოკ-მარიამჯვარი - ეს ის ლოკაციებია, რომელთა დაფარვაც სასმელი წყლის ქსელით მოხდება. სამუშაოებს კომპანია "თერგი" ახორციელებს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გააზიარე