სოფელ კაზლარში, საგარეჯოს მერმა სტიქიით დაზიანებული გზა მოინახულა

24 ივლისი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა სოფელ კაზლარსა და თულარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთები მოინახულა და ადგილობრივებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც მოსახლეობის გადაადგილება შეაფერხა. ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ატალახებული ნიადაგის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია. უამინდობის გამოსწორებისა და გრუნტის ზედაპირის გამოშრობისთანავე პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად დაიწყება მუშაობა.

გააზიარე