სოფელ მანავს წყალმომარაგება აღუდგა

29 ივნისი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა.
ორი დღის წინ, სასმელი წყლის ამორტიზირებული მილის დაზიანების გამო, სოფელ მანავს წყალმომარაგება შეუწყდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი წარმომადგენლისა და ა.ა. ი.პ. სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. ამ წუთებში, სოფელ მანავში სასმელი წყლის მიწოდება აღდგენილია.
#გაიგერაკეთდება
#მერიახალხისსამსახურში

გააზიარე