სოფელ უდაბნოში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11 May, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნომდე მისასვლელ ცენტრალურ გზაზე ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში:
☑️ მოხდება 8კმ გზის მონაკვეთის მოასფალტება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
☑️ სამუშაოებზე დასაქმდა 35-მდე ადამიანი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 652 000 ლარამდე შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო და რამოდენიმე თვეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს „კავკასავტო მაგისტრალი“ ასრულებს. შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი სავალალო მდგომარეობაში იყო და როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მომლოცველებს გადაადგილება უჭირდათ.

გააზიარე