სტაჟირების პროგრამა

17 დეკემბერი, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს 3 თვიან სტაჟირების პოგრამას!
სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
კანდიდატი განცხადებას წარადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე.
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
დ) სამომხმარებლო დონეზე ფლობდეს ძირითად კომპიუტერულ-საოფისე პროგრამებს.
5. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადის სტაჟირების გავლის შესახებ.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.
დ) რეზიუმე (CV);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან ან მერის მიერ საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირთან.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

განახადის  მიღების ვადა - გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღე.

 

გააზიარე