Hot line : 599801744

საგარეჯოში კონცერტი გაიმართა

27 September, 2018

26 სექტემბერს, ქალაქ საგარეჯოს კულტურის სახლმა საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩამოსულმა მსოფლიო სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ პლანეტა 2018“ - ის სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებმა, ბავშვებმა და მოზარდებმა, თავიანთი ეროვნული ტანსაცმლის საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. ამასთან, თითოეულმა მონაწილემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს სამახსოვრო საჩუქრები გადაცეს. კულტურის სახლის სცენა მუსიკალურ და ქორეორაფიულ ნომრებსაც დაეთმო. ცნობილმა მომღერლებმა ნინი შერმადინმა და მარკუს მეტრეველმა პოპულარული სიმღერები, ხოლო ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაშქრულმა“ ეროვნული საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წარმომადგენლები. გიორგი ერბოწონაშვილმა უცხოელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Share page