ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოპირკეთება-მოსწორების სამუშაოები განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა ყველა პრობლემა პირადად ჩაინიშნა და თანამშრომლებს მათი გადაჭრის გზებზე მუშაობისა და დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.