გიორგი ერბოწონაშვილის მისალოცი ბარათი
ქალბატონო ლენა, გილოცავთ 94-ე წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას!
უდიდესია თქვენი ღვაწლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე.
თქვენმა ძალისხმევამ, მაღალპროფესიონალიზმმა, საქმისადმი სიყვარულმა მოქალაქეების პატივისცემა და გულთბილი დამოკიდებულება განაპირობა.
თითოეული საგარეჯოელის სახელით, მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენს მიმართ - თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, საქმისთვის და დაუღალავი შრომისთვის!
გმადლობთ, რომ ათეულობით წელი ემსახურეთ რაიონს და იზრუნეთ ჩვენს ჯანმრთელობაზე!
პატივისცემითა და სიყვარულით,
გიორგი ერბოწონაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი
#მადლიერებისტაში
#დამსახურებულექიმს
ქ-ნ ლენა ანუაშვილს