კაკაბეთში, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის - ლევან თედიაშვილის და მსოფლიო ჩემპიონის - უშანგი კუზანაშვილის სახელობი ტურნირი გაიმართა
14 ივლისს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის - ლევან თედიაშვილის და მსოფლიო ჩემპიონის - უშანგი კუზანაშვილის სახელობი ტურნირი გაიმართა, რომელსაც სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად-კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:
90კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი საგარეჯოელმა, სოფელ კაკაბეთში მცხოვრბმა კობა მჭედლიშვილმა დაიკავა;
+90კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი-ტაველური ლაშა-მცხეთა;
80კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი- გიორგი კაციაშვილი-კასპი;
70კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი-კოპაძე დავითი-გორი;
გამარჯვებული სპორტსმენები ფულადი ჯილდოთი და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.