სოფელ დიდ ჩაილურში ახალი-თანამედრივე სტანდარტების საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

11 April, 2023

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიდ ჩაილურში ახალი-თანამედრივე სტანდარტების საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა.

"ჩემი მიზანია, რომ სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს კომფორტულ და შესაბამის გარემოში, ამისათვის მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბავშვის გონებრივი განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობებისთვის აუცილებელია სათამაშოების მუდმივი განახლება, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ დაყოველ წელს თემატური სათამაშოების კოლექციებიც შეემატება.

დღეს, ყველა აღსაზრდელს საჩუქრად გადავეცი სახელმძღვანელოები - „პირველკლასელთა აკადემია“, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მრავალფეროვანი და შინაარსობრივად გამორჩეული წიგნია, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ბავშვებს საჭირო უნარ - ჩვევების გაღრმავებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა, აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გააზიარე