სოფელ პატარძეულში შიდა სასოფლო გზები მოშანდაგდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ე.წ ლალიაშვილების უბანში, კოტორაშვილების უბანში, გიუნაშვილების უბანში მდებარე მე-13 ქუჩაზე ჩატარდა გზის მოხრეშა-მოშანდაგების სამუშაოები. ასევე მოშანდაგდა ე.წ გიუნაშვილების სასაფლაოს გზა. აღნუშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების უქონლობის გამო წვიმების შედეგად გამოწვეული ღვარცოფი აზიანებს გზის სავალ ნაწილს და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა შპს „საგარეჯოს“ მიერ.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1306622019432130.1073742377.201655123262164&type=3