მზისგულისა და ჯიმითის მოსახლეობის საყურადღებოდ
დღეს მზისგულისა და ჯიმითის საპილოტო არეალებზე გამოცხადდა ახალი ბლოკები.
Gmail-ის ლინკით გაწვდით გადაწყვეტილებას და რუკებს.
https://drive.google.com/drive/folders/1sv4x4vhJSNMIIReuLxLxVeLxmZb5jJ-r
სოფელ მზისგულის N 38, 50, 54, 56 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები
2017 წლის 5 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის N 38, 50, 54, 56 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 დეკემბრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
- სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
- სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
- იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
- საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405