Hot line : 599801744

მზისგულის მოსახლეობის საყურადღებოდ

2 February, 2018

მოგესალმებით,

 

დღეს მზისგულის საპილოტო არეალზე გამოცხადდა საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების მოთხოვნის შედეგად შეცვლილი ახალი სარეგისტრაციო ბლოკები. Gmail-ის ლინკით გაწვდით გადაწყვეტილებას და რუკებს

 

https://drive.google.com/drive/folders/11t3NYSc69XymwCR0EaUdbKu-PRaZo8Gi

 

სოფელ მზისგულის # 19, 42, 46, 50, 54, 58, 60  სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები.

2018 წლის 2 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის # 19, 42, 46, 50, 54, 58, 60 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 11 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
  • სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
  • იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ.  გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
  • საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

Share page