საგარეჯოს რაგბის კლუბი პატარძეულის ‘ვეფხვები’ - ბერლინში გაემგზავრა
საგარეჯოს რაგბის კლუბი „პატარძეულის ვეფხვები“ 5 თებერვალს ბერლინში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ კლუბთან ერთობლივი ვარჯიში გამართა.
პატარძეულელი ბავშვები გერმანიაში ბერლინის რაგბის კლუბის წევრთა ოჯახებში იცხოვრებენ, რაც მათ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს. იგეგმება, რომ შემოდგომაზე ბერლინის რაგბის კლუბის გუნდები თავად ეწვევიან კახეთს. გერმანელი ბავშვები აქაც ოჯახებში განაწილდებიან, მონაწილეობას მიიღებენ რთველში, გაეცნობიან ღვინის კულტურას და მოინახულებენ კახეთის ისტორიულ ადგილებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ადგილობრივ კლუბებთან.