უფასო სკრინინგის აქცია საგარეჯოში
დღეს, 23 თებერვალს, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებმა უფასოდ C ჰეპატიტის და აივ ინფექციის/შიდსის სკრინინგი. აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ასრათაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმაც მიიღეს მონაწილეობა.