Hot line : 599801744

ბუნებრივი აირის გამრიცხველიანება სოფელ შიბლიანში

7 March, 2018

10 დღეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში აქტიურად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის გამრიცხველიანება. სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ამ დროისთვის 35 აბონენტს დაუმონტაჟდა მრიცხველები. საერთო ჯამში, 170-ზე მეტი აბონენტის გამრიცხველიანება იგეგმება.

კომპანია აბონენტებს თანხის გადახდის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს სთავაზობს, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში მიიღონ ბუნებრივი აირი.

ვერხვიანი-შიბლიანის დამაკავშირებელი 13 კილომეტრიანი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ შიბლიანს დღემდე არასდროს ჰქონია ბუნებრივი აირის მიღების საშუალება.

 

 

Share page