Hot line : 599801744

ქალაქ საგარეჯოში სოციალური აქცია განხორციელდა

13 March, 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, ასევე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომლები დღეს ქალაქ საგარეჯოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, სათემო სახლის შშმ ბენეფიციარებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს პირადად ესტუმრნენ და საჩუქრად მაღაზიათა ქსელ LC WAIKIKI -ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო აქსესუარები გადასცეს. 
აღნიშნული სოციალური პროექტი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ დახმარებით განხორციელდა, რომელიც, საგარეჯოსთან ერთად, საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მართავს მსგავს სოციალურ აქციებს. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ასეთივე სოციალური აქციების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გეგმავს.
მუნიციპალიტეტის მერია „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ და მაღაზიათა ქსელ -„LC WAIKIKI“ -ის მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.

 

 

 

Share page