Hot line : 599801744

მერიამ კოდის გზის მოწესრიგება დაიწყო

17 July, 2018

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით მიმდინარეობს კოდის 16 კილომეტრამდე სიგრძის გზის მოწესრიგება . შპს „საგარეჯოს“ ბალანსზე არსებული მუხლუხებიანი ტრაქტორით („ესტო“) ხორციელდება საკმაოდ რთული რელიეფის გზის მოსწორებითი სამუშაოები. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 კილომეტრამდე გზა უკვე მოსწორებულია. ხსენებული სამუშაოები წარმოადგენს პირველ ეტაპს და დაახლოებით ერთ კვირას გასტანს. მეორე ეტაპზე სამუშაოებში შპს„საგარეჯოს“ ბალანსზე არსებული კიდევ ერთი სპეც.ტექნიკა („გრეიდერი“) ჩაერთვება. შესაბამისად, გზა იმდენად მოწესრიგდება, რომ მსუბუქი ავტომანქანებიც უპრობლემოდ შეძლებენ კოდის მიმართულებით გადაადგილებას.

 

 

Share page