Hot line : 599801744

ერთობლივი სამუშაო ვიზიტი მუნიციპალიტეტის სოფლებში

31 August, 2018

გრძელდება ერთობლივი სამუშაო გასვლები მუნიციპალიტეტის სოფლებში. 30 აგვისტოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარლამენტის წევრი რომან მუჩიაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ელდარ მეფარიძე, მერის მოადგილე ალექსი გილაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ამჯერად შემდეგ 8 სოფელს ესტუმრნენ: შიბლიანს, მზისგულს, ბადიაურს, ყანდაურას, ვერხვიანს, კაკაბეთს, პატარა ჩაილურსა და დიდ ჩაილურს.

ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას  მოისმინეს სრული ინფორმაცია არსებული მდგომარეობის  შესახებ და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ამასთან, მათ გააცნეს ის სერვისები და პროექტები, რასაც არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლება ახორციელებს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

სტუმრები ადგილზე გაეცვნენ რიგ პრობლემებს და დასახეს მათი ოპერატიულად მოგვარების გზები; დაათვალიერეს ამჟამად მიმდინარე სამუშაოები და უკვე დასრულებული პროექტები.

ერთობლივი სამუშაო ვიზიტები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება

. 

Share page