Hot line : 599801744

დოდაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

1 November, 2018

 

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი ასრულებს ქალაქ საგარეჯოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას - შიდა საუბნო გზების აღდგენის შესახებ.ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს დოდაშვილის გზის რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად მოასფალტდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 98360 ლარს შეადგენს.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „კავკასუს ავტომაგისტრალი“ ასრულებს.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ქურდოვანიძემ და მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ოთარ ფანოზიშვილმა დღეს, 1 ნოემბერს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი ადგილზე განახორციელეს.

Share page