საახალწლო ნობათი 600 ოჯახს გადაეცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით, მერის პირველე მოადგილე ალექსი გილაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი სოფო შაქარაშვილი სათნოების სახლის ბენეფიციარებს ესტუმრნენ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები პირადად გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლებისგან საახალწლო საჩუქარი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 600-მა შშმ პირმა, მრავალშვილიანმა და მარტოხელა დედებმა, ლტოლვილებმა, სათნოების სახლის ბენეფიციარმა მიიღო. ✅აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნობათების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 100 საჩუქრით გაიზარდა.