Hot line : 599801744

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საგარეჯოში

3 June, 2019

1 ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, საგარეჯოში განსაკუთრებულად აღინიშნა.
მუსიკალურ პროექტ "რანინა"-ს ფინალისტის და გამარჯვებულის-გიორგი როსტიაშვილის პატივსაცემად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში საზეიმო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე, ადგილობრივ მუსიკალურ ანსამბლებთან ერთად პროექტ"რანინა"-ს მონაწილეებიც წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს, სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა და ფოიერვერკი მოეწყო. 
გიორგი როსტიაშვილი საგარეჯოს მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა ფულადი პრიზითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
კიდევ ერთხელ მადლობა კონცერტის მხარდამჭერს- საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა სტუმარს, მადლობა გულშემატკივრებს გულწრფელი ემოციისთვის და სიყვარულისთვის.
#საგარეჯოსმერიამომავლისმხარდასაჭერად!

 

Share page