ესეების კონკურსი
ესეების კონკურსი თემაზე:
„მეგობარი ქვეყნები: საქართველო და ლიეტუვა“
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - „მეგობარი ქვეყნები- საქართველო და ლიეტუვა“
კონკურსი მიზნად ისახავს ერთის მხრივ, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებს - საგარეჯოსა და შირვინტუსს შორის საქმიანი, კულტურული, მეგობრული ურთიერთობის დაწყების პოპულარიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ - მოსწავლეთა დაინტერესებას საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ისტორიითა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივით.
ესეების თემატიკა:
• საქართველოსა და ლიეტუვას ურთიერთობები (ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, დიპლომატიური);
• ლიეტუვური სათვისტომოები საქართველოში;
• ლიეტუვას ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
ესეების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 30 ივლისი.
ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ კრიტერიუმებს:
• ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;
• ნაშრომის მოცულობა: მაქსიმუმ 500 სიტყვა, შრიფტი – Sylfaen 12; ინტერვალი: 1,15;
• დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტი;
• სატიტულო გვერდზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა), ასევე სკოლის და კლასის დასახელება;
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:
• თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება;
• შინაარსობრივი და ენობრივი გამართულობა;
• ანალიზი და არგუმენტირება;
• ავტორის ანალიზი;
• ორიგინალურობა.
საუკეთესო ესეების ავტორებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია. მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით I ადგილი -200 ლარი; II ადგილი- 150, III ადგილი-100 ლარი. გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებში.
ნაშრომები გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sagarejo-gamgeoba@hotmail.com
შეკითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: nino.kurkhuli@sagarejo.gov.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ქურხული
გისურვებთ წარმატებებს !