Hot line : 599801744

საგარეჯოს მერის მოადგილეებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს

31 July, 2019

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა-ალექსი გილაშვილმა და შოთა კაკაბაძემ სოფელ წყაროსთავში, პატარძეულსა და ხაშმში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ პრიორიტეტებად-
მინისტადიონის,
გარეგანათების და
მოსასვენებელი სკვერის მოწყობა დასახელდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა სამუშაო გეგმის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს მიმდინარე და შესრულებული - ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ადგილზე მონახულებას.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარია. 
პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. 
#ერთადვაშენოთჩვენისოფელი!

Share page