Hot line : 599801744

ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვერებს განაგრძობს

16 August, 2019

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას, სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი -მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა, რომელმაც ახალი გრანტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივებს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და დაფინანსების პროგრამები გააცნო.
შეხვედრის მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრაა . შეხვედრისას, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა რომ:
- სწორედ, მოსახლეობის პრობლემების მიხედვით და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა.

სოფელ იორმუღალნოში, ბადიაურსა და მანავში მოსახლეობამ სამ ძირითად პრობლემად - სასმელი წყალი, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და სარწყავი არხების რეაბილიტაცია დაასახელა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს-გიორგი ერბოწონაშვილს აღნიშნულ სოფლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიოექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და სხვა საჭიროებებზე ესაუბრნენ.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების პრობლემები გულდასმით მოისმინა. საგარეჯოს მერმა პირადად ჩაინიშნა ყველა არსებული- წამოჭრილი პრობლემა და მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.
სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი კვლავ გაგრძელდება.

 

Share page