Hot line : 599801744

საგარეჯოს მერი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

3 September, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-#გიორგი#ერბოწონაშვილი, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროს-ივანე ფანოზიშვილთან და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელ-ბექა ფეიქრიშვილთან ერთად სოფელ - დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის ამოცანებზე მსჯელობა გახლდათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, თითოეული მოსახლის პრობლემა ყურადღებით მოისმინა და მერიის წარმომადგენლებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. დღესვე, დაუყოვნებლის დაიწყო ყველა გაჟღერებულ პრობლემაზე მუშაობა, რომელთა მოგვარების გზებს და შედეგებს მუნიციპალიტეტის მერი თავად გააკონტროლებს.
ბატონმა გიორგი ერბოწონაშვილმა სოფელ პატარა ჩაილურში, ათუაშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ათუაშვილების ოჯახის, სახლის სახურავის სრული რეაბილიტაციის ხარჯები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან გაიღო. ბატონი მერი ოჯახი წევრებს გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა.
დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობამ ბატონ გიორგი ერბოწონაშვილს მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისთვის და მათი პრობლემების პირადად გაცნობისთვის.
#მერიახალხისსამსახურში
#გაგრძელებაიქნება!

Share page