Hot line : 599801744

ფესტივალი-ჭაჭა 2019

4 November, 2019

 

2 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე ტრადიციული-კახური ჭაჭის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული-ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მერები, მოწვეული სტუმრები და უცხოელი ტურისტები ესწრებოდნენ. ფესტივალის მიზანი კახეთის რეგიონის სტუმართ-მასპინძლობის, ტრადიციების, კერძების, სასმელების კიდევ ერთხელ გამოფენა და გაცნობა გახლდათ. ფესტივალის ბოლოს წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით, საუკეთესო გლეხური ჭაჭის ტექნოლოგიაში- სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც დიპლომები და მედლები გადაეცათ. გამარჯვებულთა შორის, 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში მცხოვრებ-რობიზონ სადუნაშვილი გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ღირსეულად წარსდგა დამთვარიელებელთა და სტუმართა წინაშე, რისთვისაც, მუნუციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სახელით განსაკუთრებული მადლობას ვუხდით კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელ-ბესიკ ღვინაშვილს, საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობებსა და ანსამბლ ბერიკაცებს.

Share page