Hot line : 599801744

საგარეჯოს მერის პირველმა მოადგილემ ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულა

6 December, 2019

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-#ალექსი გილაშვილმა ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ წყაროსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ალექსი გილაშვილი მიმდინარე პროცესებზე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს გაესაუბრა და შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო.
სოფელ წყაროსთავში, მინი სტადიონზე, ბოჭკოვანი ხელოვნური ბალახით ქეჩის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ფაზაშია. ამ ეტაპზე ქვიშის შეტანა- მოფენვის სამუშაოები ხორციელდება.
#მერიახალხისსამსახურში!
#ინფრასტრუქტურა2019!
#ერთადვაშენოთჩვენიქალაქი!

Share page