Hot line : 599801744

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა -

8 January, 2020

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, სოფ. ველისციხიდან სოფ. კაკაბეთამდე (ცენტრალური მაგისტრალიდან სოფ. ჭერემის გავლით) გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გზის რეკონსტრუქცია და მშენებლობა; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები; გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

 სოფ. კაკაბეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა - 2020 წლის 6 თებერვალი 12:00 სთ;  სოფ. მუკუზანის საჯარო სკოლა - 2020 წლის 6 თებერვალი 15:00 სთ;  სოფ. ჭერემის საჯარო სკოლა - 2020 წლის 7 თებერვალი 14:30 სთ; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2019 წლის 20 დეკემბერს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამინისტროში წარმოადგინა გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, სოფ. ველისციხიდან სოფ. კაკაბეთამდე (ცენტრალური მაგისტრალიდან სოფ. ჭერემის გავლით) გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით სოფ. ჭერემის საჯარო სკოლაში, სოფ. ზეგაანის საჯარო სკოლასა და სოფ. კაკაბეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 24 თებერვლამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.g

Share page