Hot line : 599801744

საახალწლო სიურპრიზები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს

8 January, 2020

კიდევ ერთი სიკეთის ისტორია...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვლმა 2019 წლის მიწურულს სურვილი გამოთქვა და ინიციატივა, რომ საახალწლო კონცერტის მასშტაბები შეემცირებინა და დანაზოგი თანხით სპეციალური საჭიროების მქონე პირებს დახმარებოდა...
შესაბამის სამსახურებს დაევალათ, რომ ამ ადამიანების საახალწლო სურვილების შესახებ მოეძიებინათ ინფორმაცია ისე, რომ მათთთვის მერის გადაწყვეტილება სიურპრიზად დარჩენილიყო...
მერის მოადგილეების-ალექსი გილაშვილისა და შოთა კაკაბაძის ორგანიზებით, დაიწყო აქტიური მუშაობა და რამდენიმე დღეში, საგარეჯოს მერიის გუნდმა მოძიებული სურვილების შესაბამისი ფასიანი საჩუქრების შეძენა დაასრულა, შეფუთა და ადრესატების მიხედვით ბატონი მერის მისალოც გზავნილებთან ერთად გადაანაწილა...
31 დეკემბერს, საჩუქრების დარიგება სამუშაო საათების დასაწყისშივე დაიწყო, დღის ბოლომდე-კი ყველას ნატვრა რეალობად იქცა...
#საგარეჯოსმერია
#ჩვენვქმითსიკეთისისტორიებს
#ვაჩუქოთსიხარული
#ვაკეთოთსიკეთე
#ასედავასრულეთ2019წელი

Share page