Hot line : 599801744

14 თებერვალს სოფლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

20 February, 2020

14 თებერვალს დასრულდა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი ამჯერად, ვერხვიანის, კაკაბეთის, დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა 2019 წელს განხორციელებული პროექტებისთვის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს და ამ ეტაპზე მიმდინარე სხვა საჭიროებებიც დაასახელეს. სოფელ- პ/ჩაილურში, ე.წ ყავრიაანთ უბანში უბნის წარმომადგენლობამ, დაზიანებული გზის მონაკვეთის მოსწორება ითხოვა- ბატონი მერი პირადად დაინტერესდა აღნიშნული პრობლემით და თავად მოინახულა დასახელებული უბანი. ადგილზე გასცა რეკომენდაცია და შესაბამის სამსახურს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა.
მოგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2020 წლის პრიორიტეტად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება განისაზღვრა, პროექტებზე უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა. გარდა ამისა, იგეგმება შიდა საუბნო გზების მოსწორება-მოხრეშვა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი მადლობას უცხადებს თითოეულ მოქალაქეს, შეხვედრებზე გაზიარებული მოსაზრებებისთვის, რჩევისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის.
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების ციკლი კვლავ გაგრძელდება, მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა და არსებული საჭიროებების სისტემატური გაცნობა, მათი დროულად მოგვარების გზებზე მუშაობა მოგვცემს იმ შედეგს, რასაც ძლიერი სოფელი და ძლიერი რაიონი ჰქვია.
#სოფლისპროგრამა2020
#შენიხმასოფელს
#საგარეჯოსმერიახალხისსამსახურში

Share page