სამედიცინო აქცია სოფელ მანავში
23 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელი მანავის ამბულატორიის შენობაში, თვალის მიკროქირურგიის, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმ-ოფთალმოლოგებმა მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.
გამოკვლევები ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოცემული რეკომენდაციების თანახმად ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის მიღებული ზომებით და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდა.