Hot line : 599801744

სოფელ შიბლიანში ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება

22 July, 2020

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი სოფელ შიბლიანში, სასტუმრო კომპლექსის დაგეგმილი მშენებლობის შესახებ პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი, მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური გაცნობა, პროექტის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი სექტორის დასაქმების საკითხის განხილვა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შიბლიანში 2021 წელს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, სადაც ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, შიბლიანი ერთ-ერთ წამყვანი, ტურისტული ცენტრის სახით იქნება რეგიონში წარმოდგენილი.

 

Share page