საგარეჯოს მერი კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი დაუგეგმავი ვიზიტით სოფელ კაკაბეთს ესტუმრა და მოსახლეობას არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა. გარდა ამისა, სოფელში განხორციელებული საუკუნის პროექტის შესახებ მოსაზრებები მოისმინა. შეგახსენებთ, რომ სოფელ კაკაბეთში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის ორმილიონიანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება დარჩენილ მონაკვეთზე-კი შეფერხების აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებები მიმდინარეობს, რაც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.