Hot line : 599801744

დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

16 September, 2020

დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით,

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საგარეჯოს ფილიალში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში, რათა გაუმჯობესდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

შეხვედრა ძირითადად პროგრამისა და ტექნიკური დეტალების გაცნობას მოიცავდა.

საგარეჯოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა , რომ წარმოადგინოს საპროექტო წინადადება. საპროექტო წინადადება, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას, დაფინანსდება საგარეჯოს 2021 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია https://forms.gle/AyYet3yuAFJi9xQG9 ლინკის მეშვეობით. წინადადებების მიღება დაიწყო და 2020 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.

ჩაერთეთ და დაგეგმეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!!!

 

 

 

Share page