Hot line : 599801744

ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემაზე ჩასატარებელი სამუშაოების საჯარო განხილვა

2 October, 2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის

სამინისტრო

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე

„საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების

პროექტი“

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის არსებული მეორე, მესამე და მეოთხე რიგის

ქსელების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია

განსახლების შემოკლებული სამოქმედეო გეგმა

2020 წლის სექტემბერი

საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის წინაშე მდგარი რთული ამოცანების

გამო საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ირიგაციის

ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამ გადაწყვეტილების მიზანია ხელი შეუწყოს

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ინფარსტრუქტირის განვითარებას მეურნეობების

ეფექტური ფუნქციონირებასა და პროდუქტიულობის ამაღლებისთვის.

მსოფლიო ბანკის დაფინასებითა და ხელშეწყობით საქართველოს გარემოს დაცვისა

და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების

პროექტის ფარგლებში ახორციელებს პრიორიტეტული სარწყავი ქსელების მეორე,

მესამე და მეოთხე რიგის არხების რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.

ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის განსახლების შემოკლებული სამოქმედეო

გეგმა

მომზადებულია იმისთვის, რომ გამოავლინოს არსებული სარწყავი სისტემის

რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პოტენციური სოციალური ზემოქმედება;

უზრუნველყოს შემარბილებელი ღონისძიებების ჯეროვანი და დროული გატარება და

მათ მიმდინარეობის მონიტორინგი, რათა შემცირდეს სოციალურ საკითხებზე

უარყოფითი ზემოქმედება კონტრაქტორის მობილიზაციის, მშენებლობის

მიმდინარეობისა და სისტემის ექსპლუატაციის პერიოდებში.

დოკუმენაცია მომზადებულია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს

კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემაზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის

მომზადებულია განსახლების შემოკლებული სამოქმედო გეგმა. გეგმა იხილეთ

თანდართული ბმულიდან და ჩამოტვირთვით. დოკუმენტების თაობაზე

შეკითხვების დასმის ან შენიშვნების გამოთქმის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ,

დაგვიკავშირდეთ 2020 წლის 1 ოქტომბრამდე. საჯარო განხილვა გაიმართება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის ადმინისტრაციულ შენობაში 2020 წლის 8 ოქტომბერს 12:00 საათზე.

Share page