მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი სოფლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროს-ივანე ფანოზიშვილთან ერთად მანავის ციხესთან მისასვლელი გზის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის.
პროექტის ღირებულება 1 260 009.15 ლარს შეადგენს და სამუშაოები 1 664 მეტრი სიგრძის ასფალტისა და ქვაფენილის მოწყობას ითვალისწინებს.