მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია. ამ ეტაპზე, მიწის ქვეშა საკომუნიკაციო სისტემის მოწყობისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რკინა-ბეტონის კედლების, გაბიონებისა და წყლის საკომუნიკაციო მილების მონტაჟს ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს.