საგარეჯოში მოლეკულური ლაბორატორია გაიხსნა

17 January, 2021

კახეთის რეგიონში, "ჯეო ჰოსპიტალსის" ქალაქ საგარეჯოს კლინიკის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა, რომელიც დღეში 300-ამდე ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების პასუხს 24 საათში მიაწვდის ადრესატს. აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია მთელს რეგიონში. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი შიოშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა ახლადგახსნილი ლაბორატორია ადგილზე მოინახულა და დეტალებს გაეცნენ.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაში.

აღსანიშნავია, რომ მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ი უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.

Share page