Hot line : 599801744

რთველი-2021

3 June, 2021

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში "რთველი 2021"-ის ორგანიზაციულ საკითხებსა და ახალი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა!

 სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა მუნიციპალიტეტის მერთან -გიორგი ერბოწონაშვილთან და სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათ შორის, აგრარული წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით იგეგმება და ხორციელდება.

"რთველი 2021" - ი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კადასტრის მონაცემების საფუძველზე, ყურძნის ხარისხის კონტროლით ჩატარდება, ასევე იგეგმება ელექტრონული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოსახლეობას რიგში დგომის პროცესს გაუმარტივებს.

Share page