„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ 2022

19 July, 2021

პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა!

 პროექტის ფარგლებში საპროექტო წინადადებების წარმოდგენა შეუძლია საგარეჯოში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, ან საინიციატივო ჯგუფს.

დაინტერესებულ პირებს საპროექტო წინადადებების წარმოდგენა10 აგვისტომდე შეუძლიათ.

პროექტები, რომლებიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, გადავლენ კენჭისყრის ეტაპზე. გაიმარჯვებს ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. გამარჯვებული პროექტი საგარეჯოს 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Share page