საგარეჯოში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო!
დღეიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა ადგილობრივი საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ცოტა ხნის წინ გადაეცა.
სპეციალისტების განმარტებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ცივი ჯაჭვის პრინციპი დაცული იყოს და ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
იმუნიზაციის პროცესს ჯანდაცვის სამსახურის ექიმი - იმუნოლოგი მაია ილაური ესწრებოდა.
რეგიონში მოსახლეობა, ამ დრომდე, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ იცრებოდა, თუმცა ახლა „ფაიზერის“ ვაქცინაც ხელმისაწვდომია.