Hot line : 599801744

დაგეგმე შენი ბიუჯეტი 2021

10 August, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ განხორციელდება!საპროექტო წინადადებების მიღება უკვე შესაძლებელია! პროექტის "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო წინადადება, უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეუფერხებლად ისარგებლებს. პროექტი არ ითვალისწინებს ბიზნეს-იდეების დაფინანსებას პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ბიზნეს-იდეები არ მიიღება ვის შეუძლია საპროექტო წინადადებების წარმოდგენა:   „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ პროექტის ფარგლებში საპროექტო წინადადებების წარმოდგენა შეუძლია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, ან საინიციატივო ჯგუფს.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა წარმოადგინონ. საპროექტო წინადადებები მიიღება ელექტრონულად მითითებულ ლინკზე  https://docs.google.com/forms/d/1ZmAx67rlj4c8RyDY0ki679bQKz-RwR2Hq7rbqqq949Y/edit?ts=60ef277f  წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 25 აგვისტომდე.  საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში; საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი). პროექტები, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, გადავა კენჭისყრის ეტაპზე. გაიმარჯვებს ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. გამარჯვებული პროექტები 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. #GGI #GGLD #GermanCooperation  პროექტი ხორციელდება GGI-ის მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.

XMA Header Image

საგარეჯო - პროექტების წარდგენის ფორმა

docs.google.com

Share page