ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენა

3 November, 2021

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-ირაკლი შიოშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი - ავთანდილ გულიკაშვილი წარუდგინა და საგარეჯოელებს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

- ბატონი ავთო უაღრესად კეთილშობილი და განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პიროვნებაა, ამიტომ, მოლოდინი დიდია, რომ საგარეჯო გახდება ერთ-ერთი წარმატებული და მოწინავე მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონში-აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

Share page